Aa
Aa

ბანეგას მომავალი კლუბი ცნობილია: არგენტინელი ლა ლიგას ტოვებს

არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ევერ ბანეგამ ‘‘სევილიას’’ მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს. ზაფხულში ფეხბურთელი საუდის არაბეთის კლუბ ‘‘ალ-შაბაბს’’ შეუერთდება. ინფორმაციას ‘‘ალ-შაბაბის’’ ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

შეთანხმების მიხედვით ბანეგამ არაბული გუნდთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სამხრეთამერიკელ ნახევარმცველს ‘‘ბოკა ხუნიორსში,’’ ‘‘ვალენსიაში,’’ მადრიდის ‘‘ატლეტიკოსა’’ და ‘‘ნიუელს ოლდ ბოიზში’’ უთამაშია. 2016-17 წლების სეზონი მილანის ‘‘ინტერში’’ გაატარა, შემდეგ კი ‘‘სანჩეს პისხუანზე’’ დაბრუნდა.

2008 წლიდან მოყოლებული ბანეგამ არგენტინის ეროვნულ გუნდში 65 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები