Aa
Aa

ხამესს პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან

ლონდონის ‘‘არსენალი’’ და ‘‘ევერტონი’’ ხამეს როდრიგესის გადაბირებით დაინტერესდნენ. ინგლისური კლუბები ფეხბურთელის იჯარით დამატებას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე გეგმავენ. ინფორმაციას ესპანურ მედიაზე დაყრდნობით Sportsmole ავრცელებს.

28 წლის ნახევარმცველმა ორი სეზონი განათხოვრებით მიუნხენის ‘‘ბაიერნში’’ გაატარა, გასულ ზაფხულში კი ‘‘ბერნაბეუზე’’ დაბრუნდა.

მადრიდის ‘‘რეალის’’ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ფეხბურთელს მცირე სათამაშო დროს უთმობს. მიმდინარე სეზონში ხამესმა ლა ლიგაში 11 მატჩი ჩაატარა, სასტარტოში კი მხოლოდ ოთხჯერ მოხვდა.

ფლორენტინო პერესი ხამესის სანაცვლოდ 34 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვს, თუმცა ‘‘რეალის’’ პრეზიდენტი მზადაა დაინტერესებულ გუნდებს საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებაზეც ესაუბროს.

‘‘მეთოფეებს’’ კოლუმბიელის დამატება გასულ წელსაც სურდათ, თუმცა შეთანხმება არ შედგა. რაც შეეხება ‘‘ევერტონს,’’ ‘‘კანფეტების’’ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ხამესს ‘‘რეალსა’’ და ‘‘ბაიერნში’’ წვრთნიდა. მათ შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, რაც შესაძლოა ტრასფერის ერთ-ერთ წინაპირობად იქცეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები