''ეს სამარცხვინოა, ყურისძირში უნდა შემოვულაწუნოთ'' - დოლიძე ქართველ პოლიტიკოსებზე
Aa
Aa

''ეს სამარცხვინოა, ყურისძირში უნდა შემოვულაწუნოთ'' - დოლიძე ქართველ პოლიტიკოსებზე

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე საკუთარი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება. სპორტსმენი ქართველ პოლიტიკოსებს მწვავედ აკრიტიკებს.

''მოგესალმებით, ამ ბოლო დროს ვარჯიშები მაქვს და იშვიათად ვადევნებ თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. შემთხვევით წავაწყდი ქართველი პოლიტიკოსების ჩხუბის ვიდეომასალას. ეს ყველაფერი სამარცხვინოა. ისედაც ბევრი პრობლემები გვაქვს საქართველოში და ქართველი პოლიტიკოსები თავიანთ საქმეს არ აკეთებენ.

რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი არ ვარ, არ მაინტერესებს პოლიტიკა, მინდა ქართველი ხალხი კარგად ცხოვრობდეს.

საქართველოს სჭირდება ერთგული და მართალი კაცები. ჩხუბიც არ იციან, ალბათ უნდა გავუშვათ ერთ-ორი ქართველი სპორტსმენი, რომ მათ შემოულაწუნონ ყურისძირში და იქნებ გონს მოვიდნენ.''

ცხელი ამბები