უიშვიათესი რამ - ემოციები სუმოში! 33 წლის ტრიუმფატორმა თავი ვერ შეიკავა
Aa
Aa

უიშვიათესი რამ - ემოციები სუმოში! 33 წლის ტრიუმფატორმა თავი ვერ შეიკავა

მიმდინარე წლის პირველი ბაშო 33 წლის მე-17 მაეგაშირა ტოკუშორიუს გამარჯვებით დასრულდა, მან ზამთრის ტურნირი ბრწყინვალედ ჩაატარა, მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და 14 გამარჯვება მოიპოვა.

ტურნირის დასკვნით დღეს ტოკუშორიუმ ოძეკი ტაკაკეიშო იორიკირით დაამარცხა და შოდაის ერთი გამარჯვებით გაუსწრო. 

ბრძოლის შემდეგ, ტოკუშორიუს სახეზე უდიდესი სიხარული და ემოცია ეტყობოდა, რაც სუმოში დიდი იშვიათობაა. სეკიტორები ემოციებს საერთოდ არ გამოხატავენ, არც ტკივილს და არც სიხარულს.

 

ტოკოშორიუს თანაკლუბელმა თეიმურაზ ჯუღელმა, რომელიც გაგამარუს სახელით ასპარეზობს, მხოლოდ საწყის ორ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი ტრავმის გამო ტურნირს გამოეთიშა.

ტოკოშორიუსთვის წარმატებული ბაშო ტოჩინოშინისთვის უიღბლო გამოდგა, ლევანმა 15 ბრძოლიდან მხოლოდ 5 მოიგო და 10 დაპირისპირება მარცხით დაასრულა.

ცხელი ამბები