''Respect ჩემო ძმაო'' - ლებრონმა ყველა დროის ბომბარდირებში კობის გადაასწრო!
Aa
Aa

''Respect ჩემო ძმაო'' - ლებრონმა ყველა დროის ბომბარდირებში კობის გადაასწრო!

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ''ფილადელფიამ'' ''ლეიკერსი'' 108:91 დაამარცხა. ეს მატჩი ლებრონ ჯეიმსისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა, "მეფემ" 29 ქულა ჩააგდო და NBA-ს ყველა დროის ბომბარდირებში მესამე ადგილზე აინაცვლა, მან კობი ბრაიანტს გადაასწრო.

"შავი მამბას" ანგარიშზე 33 643  ქულაა. ამჟამად ლებრონ ჯეიმსი მას 12 ქულით უსწრებს.

მატჩის შემდეგ კობიმ ჯეიმსს მიმართა და Twitter-ზე დაწერა:''აგრძელებ წინსვლას, პატივისცემა ჩემო ძმაო.''

''ფილადელფიასა'' და ''ლეიკერსის'' მატჩის მესამე პერიოდის დასრულებამდე 7 წუთზე ოდნავ მეტი იყო დარჩენილი, როცა ლებრონმა თამაშში თავისი მე-17 და მე-18 ქულები ჩააგდო და ქომაგთა აპლოდისმენტები დაიმსახურა. ოვაციები იმ ფაქტმა განაპირობა, რომ ლებრონი NBA-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების სამეულში შევიდა. მე-17 ქულით ლებრონი ბრაიანტს გაუთანაბრდა, ხოლო მე-18 ქულით გაასწრო.

რაც შეეხება ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს, პირველ ადგილზე კარიმ აბდულ-ჯაბარია (38 387), მეორე ადგილზე კი კარლ მელოუნი (36 928). 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები