ტოჩინოშინმა
Aa
Aa

ტოჩინოშინმა "ჰაცუ ბაშო" მარცხით დაასრულა

„ჰაცუ ბაშო“ 32 წლის ქართელმა სეკიტორმა ლევან გორგაძემ მარცხით დაასრულა. ტოჩინოშინი მე-15 სატურნირო დღეს მე-6 მაეგაშირა მიოგირიუსთან უატენაგეს ილეთით დამარცხდა.

როგორც „ჰაცუ ბაშოზე“ ხშირად ხდებოდა ხოლმე, ლევანმა დღვანდელი ბრძოლაც მარტივად დათმო. „ტოჩი“ სასურველი ფორმისგან ძალიან შორს იყო და ამის მთავარი მიზეზი მისი ტრავმებია.

 

ტოჩინოშინმა ბაშო 5 მოგებითა და 10 მარცხით დაასრულა. ეს იყო მისი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გამოსვლა და იმედი ვიქონიოთ, უახლოეს 2 თვეში ლევანი ტრავმებს სრულად მოიშუშებს და დოჰიოზე ძველებურად მრისხანედ გამოვა.

მომდევნო სუპერტურნირი „ჰარუ ბაშო“ ოსაკაში 10 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით გაიმართება.

ცხელი ამბები