Aa
Aa

დომინანტი შერმადინი! მატჩის MVP და მორიგი გამარჯვება!

ესპანეთის ACB ლიგის მე-19 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ „ბურგოსს“ ესტუმრა და 70:54 გაიმარჯვა.

„ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი სასტარტოში არ იმყოფებოდა, თუმცა მან ჯამში 22:57 წუთი ითამაშა და 17 ქულასთან ერთად 8 მოხსნაც მიითვალა.

მარგი ქმედების კოეფიციენტით (24) შერმადინი კვლავ საუკეთესო იყო.

„ბურგოსის“ რიგებში 8 ქულა ჩააგდო ნატურალიზებულმა ქართველმა თად მაკფადენმა.

„ტენერიფეს“ 19 შეხვედრიდან უკვე 13 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციას იკავებს. 2 თებერვალს შერმადინის გუნდი „ბარსელონას“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება.

მეტოქის საოცრად  მახვილგონივრული თამაში შერმადინის წინააღმდეგ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები