ხელიდან გაშვებული მოგება! - წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავეს!
Aa
Aa

ხელიდან გაშვებული მოგება! - წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავეს!

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე გამოსვლა მე-10 პოზიციაზე დაასრულა. რევაზ ჩომახიძის გუნდმა მე-9 ადგილისთვის მატჩში გერმანიასთან ძალიან დასანანი მარცხი განიცადა.

ჩვენები მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდნენ და სათამაშო ინიციატივა სრულად მათ მხარეს იყო, თუმცა ბოლო მეოთხედში ვითარება შეიცვალა.

ქართველებმა რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვეს და 6:3-დან მეტოქეს წინ გასვლის საშუალება მისცეს. გერმანელები 9:8 დაწინაურდნენ, რის შემდეგაც საკმაო დრო რჩებოდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და ჩვენმა გუნდმა პრაქტიკულად მოგებული თამაში დათმო.

 

საქართველოს ნაკრებისთვის წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი ისტორიული გამოდგა. ჩვენებმა ტურნირის 1/8 ფინალში გააღწიეს და საბოლოოდ მე-10 ადგილი დაიკავეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

ჩვენმა წყალბურთელებმა ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრებს მოუგეს, საბერძნეთთან და იტალიასთან კი დამარცხდნენ, ფლეი-ოფში რუსეთთან წააგეს, შემდეგ კი 9-12 ადგილებისთვის ფლეი-ოფში თურქეთს აჯობეს, რასაც დღევანდელ მატჩში წაგება მოჰყვა.

ცხელი ამბები