Aa
Aa

ევროპაში დაბრუნების შანსი - „კრისტალ პალასი" კარასკოს უმიზნებს

„კრისტალ პალასი“ იანიკ კარასკოს იჯარით დაინტერესდა. ამ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს. „არწივების“ მთავარ მწვრთნელს, როი ჰოჯსონს შეტევის გაძლიერება სურს და ბელგიელ ფეხბურთელს იდეალურ ვარიანტად განიხილავს.

კარასკო ამჟამად „დალიან იფანის“ ღირსებას იცავს და ანაზღაურების სახით ყოველ კვირაში 180 000 ფუნტს იღებს, რაც მის „სელჰერსტ პარკზე“ გადასვლას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„არწივებს“ ამხელა ხელფასის გადახდის ფუფუნება არ აქვთ და თუ რომელიმე მხარე დათმობაზე არ წავიდა, ბელგიელი ფეხბურთელი ევროპაში ვერ დაბრუნდება. გავრცელებული ინფორმაციით ჩინურ კლუბს 26 წლის ფეხბურთელის განათხოვრების არ აპირებს და მის გაყიდვაზეა ორიენტირებული.

კარასკოს „დალიან იფანთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. გასულ სეზონში მან ჩინური გუნდის მაისურით 25 შეხვედრა ჩაატარა და 17 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები