Aa
Aa

ერიქსენისთვის ბრძოლაში „ბარსელონა" ჩაერთო

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, Sky Sports სენსაციურ ცნობებს ავრცელებს და იტყობინება, რომ „ბარსელონამ“ კრისტიან ერიქსენის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.

ცოტა ხნის წინ იწერებოდა, რომ „ბლაუგრანა“ დანიელი ნახევარმცველის შეძენას ზაფხულში შეეცდებოდა, თუმცა Sky Sports თუ დავუჯერებთ კატალონიელებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და ერიქსენისთვის ბრძოლაში ჩაერთვნენ.

სკანდინავიელი ჰავბეკის გადაბირების მთავარი ფავორიტი „ინტერი“ გახლავთ. „ნერაძური“ ერიქსენით დიდი ხანია ინტერესდება, მაგრამ „ტოტენჰემისგან“ თანხმობა ვერა და ვერ მიიღო. შექმნილი სიტუაციით კი შესაძლოა „ბარსელონამ“ ისარგებლოს და „ინტერს“ ერიქსენი ცხვირწინ ააცალოს.

ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა 1 თებერვალს იხურება და „ბარსელონას“ მიზნის მისაღწევად უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები