Aa
Aa

''არსენალი'' ლემარის შეძენას გეგმავს

მადრიდის ‘‘ატლეტიკოს’’ ფორვარდი ტომას ლემარი შესაძლოა პრემიერ ლიგაში ვიხილოთ. 2017 წლიდან მოყოლებული ლემარი ლონდონის ‘‘არსენალის’’ სამიზნეა და შესაძლოა ტრანსფერი მიმდინარე თვეში შედგეს.

არტეტასთვის პრიორიტეტული დაცვითი ხაზის გაძლიერებაა და უცნობია ‘‘არსენალი’’ რამდენად მზადაა შემტევის სანაცვლოდ რამდენიმე ათეული მილიონი გადაიხადოს.

2017 წელს ლემარი ‘‘მონაკოდან’’ მადრიდულ კლუბში 72 მილიონ ფუნტ სტერლინგად გადავიდა, რაც ‘‘ატლეტიკოს’’ ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერია, თუმცა ფრანგმა მოლოდინი ვერ გაამართლა. ლა ლიგაში მეორე სეზონს ატარებს და საერთო ჯამში მხოლოდ 3 გოლი შეაგდო. ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების 30 პროცენტი კვლავ ‘‘მონაკოს’’ ეკუთვნის.

დიეგო სიმეონე ლემარის ასპარეზობით უკმაყოფილოა და მასთან დამშვიდობება სურს, სანაცვლოდ კი ედესიონ კავანის დამატებას გეგმავს, ურუგვაელისთვის ბრძოლაში ‘‘ატლეტიკოს’’ კონკურენტი ‘‘მანჩესტერ იუნაიტედია.’’

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები