„მიყვარხარ დონალდ“ - რა უთხრა კონორმა „კოვბოის“ ბრძოლის შემდეგ?
Aa
Aa

„მიყვარხარ დონალდ“ - რა უთხრა კონორმა „კოვბოის“ ბრძოლის შემდეგ?

UFC-მ კონორისა და კოვბოის ბრძოლის შემდეგ მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც საინტერესო მომენტებია ასახული.

ვიდეოში ჩანს რომ ნოკაუტის შემდეგ კონორი სერონესთან მიდის და ასეთი სიტყვებით მიმართავს: „მიყვარხარ დონალდ. მხრით განხორციელებულმა დარტყმებმა ცხვირი გაგიტეხა, არა“?!

ირლანდიელი მებრძოლი ოქტაგონზე ასულ მოხუც ქალბატონსაც ჩაეხუტა. ეს უკანასკნელი სერონეს ბებია იყო, რომელიც რვაკუთხედში შვილიშვილის მხარდასაჭერად შევიდა. მაკგრეგორმა მისი მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და უთხრა.

„მე შენ პატივს გცემ, მე შენ დიდ პატივს გცემ. შენ მაგარი ბიჭი აღზარდე. ამაყი უნდა იყო, სერიოზულად ვამბობ“.

შეგახსენებთ, რომ კონორმა „კოვბოი“ 40 წამში დაამარცხა, რაც მისთვის UFC-ში მეორე ყველაზე სწრაფი გამარჯვება გახლდათ.

ცხელი ამბები