Aa
Aa

სიმეონე; „პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ"

მადრიდის „ატლეტიკო“ კოპა დელ რეისთვის ბრძოლას გამოეთიშა. „როხიბლანკომ“ ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში მოასპარეზე „კულტურალ ლეონესას“ წინააღმდეგობა ვერ დაძლია და სენსაციური მარცხი განიცადა.

მატჩი „ატლეტიკოს“ კარნახით წარიმართა და 83-ე წუთამდე ყველაფერი ლოგიკური დასასრულისკენ მიდიოდა, თუმცა საფინალო სასტვენამდე 7 წუთით ადრე, კასტანედამ წონასწორობა აღადგინა, ხოლო დამატებით დროში „როხიბლანკოს“ კარი სერხიო ბენიტომ დალაშქრა და „ლეონესას“ ისტორიული გამარჯვება მოუტანა.

მატჩის შემდეგ, მადრიდელთა თავკაცმა, დიეგო სიმეონემ პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო და განაცხადა: „დამაგვირგვინებელ ფაზაში ცუდად გამოვიყურებოდით. ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ მეტოქე გუნდის მეკარე შეუდარებელი იყო. მოწინააღმდეგემ უშეცდომოდ ითამაშა, ჩვენ კი შანსები ვერ გამოვიყენეთ. ამ მარცხის გამო, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. მე ვიცი, რომ შესანიშნავი გუნდი მყავს და უახლოეს მომავალში კარგ შედეგებს დავაფიქსირებთ“.

არგენტინელის სიტყვების მიუხედავად, ფაქტია, რომ მის გუნდს მცირე ჩავარდნა აქვს. „ატლეტიკომ“ სასურველი შედეგი ყველა ტურნირის ეგიდით გამართულ ბოლო სამ შეხვედრაში ვერ დააფიქსირა და ამ პერიოდში მხოლოდ 1 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები