Aa
Aa

ლებრონი და იანისი ისევ კაპიტნები არიან - „ოლ სტარის" სტარტერები ცნობილია!

გამთენიისას იმ კალათბურთელთა ვინაობა გახდა ცნობილი, რომლებიც ყველა ვარსკვლავის შეხვედრას სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებენ. აღმოსავლეთ კონფერენციის „ოლ სტარის“ კაპიტანი „მილუოკი ბაქსის“ ლიდერი, იანის ანტეტოკოუნმპო გახლავთ. „გრიკ ფრიკთან“ ერთად კი ძირითადში პასკალ სიაკამი, კემბა უოკერი, ჯოელ ემბიდი და ტრეი იანგი მოხვდნენ. ეს უკანასკნელი დიკემბე მუტომბოს შემდეგ, „ატლანტა ჰოუქსის“ პირველი კალათბურთელია, რომელსაც „ოლ სტარის“ სასტარტო ხუთეულში ვიხილავთ.

დასავლეთ კონფერენციის ვარსკვლავებს ლებრონ ჯეიმსი უკაპიტნებს. ლებრონის გარდა ძირითად შემადგენლობაში თამაშის პატივი ენტონი დევისს, ჯეიმს ჰარდენს, კავაი ლეონარდსა და ლუკა დონჩიჩს ერგოთ. აღსანიშნავია, რომ დონჩიჩი 2005 წლის შემდეგ, ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელია, რომელიც „ოლ სტარის" სასტარტო ხუთეულში გავა. ბოლოს ასეთი რამ ლებრონ ჯეიმსმა გააკეთა.

აქვე გეტყვით, რომ ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილეთა სრული შემადგენლობა 31 იანვარს გაირკვევა. 7 თებერვალს კი  „ოლ სტარის" დრაფტი გაიმართება. ლებრონი და იანისი პირველ რაუნდში სასტარტოში მოხვედრილ კალათბურთელებს აირჩევენ, ხოლო მეორეში სათადარიგოთა სკამებს დააკომპლექტებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები