„თოკომოტივი
Aa
Aa

„თოკომოტივი" 8 ქულაზე გაჩერდა - „ბასკონიამ" 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

ევროლიგის 21-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ საკუთარ კედლებში „ხიმკის“ დაუპირისპირდა და 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

შეხვედრის პირველი ტაიმი ქულა ქულაში წარიმართა და ბასკები დიდ შესვენებაზე 3-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მეორე ნახევარი სტუმრებმა უკეთ დაიწყეს და ბოლო მეოთხედის წინ 2-ქულიანი ჰანდიკაპიც მოიპოვეს, თუმცა გადამწყვეტი ათწუთეული „ბასკონიამ“ 22-16 მოიგო და საბოლოოდ 83-79 იმარჯვა.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 25 წუთი და 24 წამი გაატარა, რა დროშიც გუნდს 8 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. „თოკომოტივმა“ 4-დან 2 ორქულიანი და ოთხივე საჯარიმო გამოიყენა. შენგელიამ ერთი სამქულიანი გააცუდა და ბურთი 4-ჯერ დაკარგა. „ბასკონიას“ მეორე ქართველმა, მეტ ჯენინგმა კი 22 წუთი და 45 წამი ითამაშა და 2 ქულას დასჯერდა.

„ხიმკისთან“ მოგებული მატჩის შემდეგ, ბასკებს 8 მოგება და 13 წაგება აქვთ. ვიტორიელთა მთავარი მიზანი ფლეიოფის საგზურის მოპოვებაა, რაც იოლი ნამდვილად არ იქნება. „ბასკონია“ მერვეადგილოსან „ვალენსიას“ 2 გამარჯვებით ჩამორჩება და მომდევნო შეხვედრას სტუმრად, იგივე მიზნის მქონე „ოლიმპიაკოსთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები