ისტორიული მედალი! მორის ყვითელაშვილის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე
Aa
Aa

ისტორიული მედალი! მორის ყვითელაშვილის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე

დღეს ავსტრიის ქალაქ გრაცში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში მამაკაცთა  შორის მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა. მოკლე პროგრამის შემდეგ 24-მა საუკეთესო მოციგურავემ, მათ შორის ორმა ქართველმა თავისუფალი პროგრამა წარადგინა.

ყინულზე მე-7 ნომრით ირაკლი მაისურაძე წარსდგა. მან ტექნიკურ ელემენტებში 74.04 ქულა, ხოლო პრეზენტაციაში 66.3 ქულა მოიპოვა და საბოლოოდ 140.34 დაიმსახურა. მაისურაძემ ორი პროგრამის ჯამში 214.47 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილი დაიკავა


 

21-ე ნომრად Steiermarkhalle არენაზე შეკრებილმა გულშემატკივარმა მორის ყვითელაშვილი იხილა. ქართველი შესანიშნავად გამოვიდა და ერთ მომენტში დასანანი დაცემა რომ არა ოქროს მედლის შანსიც ექნებოდა. ყვითელაშვილმა ტექნიკურ ელემენტებში 86.52, ხოლო პრეზენტაციაში 78.42 დაიმსახურა და 246.71 (1 ქულა დააკლეს კიდეც) ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა მოგვიანებით ორმა კონკურენტმა გადაასწრო და საბოლოოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

 

აქვე გეტყვით, რომ ტურნირის ტრიუმფატორი რუსი დმიტრი ალიევი გახდა. მეორე ადგილი კი ასევე რუსმა, არტურ დანიელიანმა დაიკავა.

ცხელი ამბები