ოფიციალურად - „ინტერმა“ მოზესი ინათხოვრა
Aa
Aa

ოფიციალურად - „ინტერმა“ მოზესი ინათხოვრა

 „ინტერმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ „ჩელსისგან“ ვიქტორ მოზესი ინათხოვრა. ნიგერიელი ფეხბურთელი „ნერაძურის“ რიგებში იჯარის წესით სეზონის ბოლომდე იასპარეზებს და ვადის გასვლის შემდეგ, „შავ-ლურჯებს“ მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

კონტეს გუნდის ახალწვეულმა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, Inter Tv-სთან ისაუბრა.

„ჩემთვის აქ ყოფნა და ინტერის ფეხბურთელობა დიდი პატივია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ასეთი დახვედრა მომიწყო. მოედანზე გასვლას მოუთმენლად ველი“.

„მაბედნიერებს ის, რომ ანტონიო კონტესთან მუშაობის შანსი კიდევ ერთხელ მომეცა. მან უკვე ამიხსნა გუნდში რა პროექტის განვითარება სურს. მინდა ამ პროექტის ნაწილი ვიყო. ბედნიერი ვარ აქ რომ გადმოვედი. გუნდის დასახმარებლად მაქსიმუმს გავაკეთებ. ინტერში მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ და მინდა როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო“.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები