Aa
Aa

''არსენალი'' უკრაინელი მცველის ტრანსფერზე მუშაობს

ლონდონის ‘‘არსენალი’’ მიკოლა მატვიენკოს ტრანსფერზე დონეცკის ‘‘შახტართან’’ აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს.

23 წლის მოთამაშის აგენტი, იური დანჩენკო ლონდონური კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეები მოლაპარაკების წარმატებით დასრულებას იმედოვნებენ.

მიკოლა მატვიენკო მარცხენა მცველის პოზიციაზე ასპარეზობს. 2015 წლიდან შახტარის მოთამაშეა, იჯარით კარპატისა და ვორსკლაშიც გამოდიოდა. მან უკრაინის ეროვნულ გუნდში 22 მატჩი ჩაატარა და კლუბთან კონტრაქტის ვადა 18 თვეში ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები