Aa
Aa

სებალიოსი "რეალს" სხვა გუნდში განათხოვრებას სთხოვს

დანი სებალიოსი „არსენალში“ მისი კარიერით უკმაყოფილოა და „რეალს“ იჯარის გაუქმებას სთხოვს.

ესპანური AS-ის ცნობით, სებალიოსი „რეალს“ ახალი კლუბის მოძებნას სთხოვს, სადაც მას მეტი სათამაშო დრო ექნება.

ტავმის მოშუშების შემდეგ, მიკელ არტეტას ფორმაციის „არსენალში“ სებალიოსის ადგილი არ მოიძებნა, რასაც ბევრი არ ელოდა.

ამ მომენტისთვის ესპანელის მსურველი კლუბები არ სახელდება, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კი 1 კვირა რჩება.

23 წლის სებალიოსმა „არსენალის“ მაისურით 17 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე მხოლოდ 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები