Aa
Aa

"რეალი" მარტინელით დაინტერესდა - "არსენალი" ახალ კონტრაქტზე დაფიქრდა

Daily Mail-ის ინფორმაციით, ლონდონის „არსენალის“ 18 წლის ბრაზილიელი შემტევის გაბრიელ მარტინელის მიმართ ინტერესს მადრიდის „რეალი“ იჩენს.

თინეიჯერმა ბრაზილიელმა „მეთოფეთა“ პირველ გუნდში 21 შეხვედრა ჩაატარა, თავი 10 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ასეთი სტატისტიკის ფონზე მარტინელი გრანდების ყურეადღების ცენტრში მოექცა. „არსენალში“ მისი ამჟამინდელი ანაზღაურება კვირაში 10 ათასი ფუნტია, „კანონირები“ გეგმავენ ფეხბურთელთან მოლაპარაკებები წამოიწყონ და ხელფასი გაუსამმაგონ.

თუ შეთანხმება შედგა მარტინელი კვირაში 30 ათას ფუნტს მიიღებს. უნივერსალი ბრაზილიელი მიკელ არტეტას სამომავლო გეგმებში შედის და დიდი ალბათობით „მეთოფეები“ მას არ დათმობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები