Aa
Aa

მოურინიოს კეინის შემცვლელად ვილიან ჟოზე სურს

''სოსიედადის'' ბრაზილიელი ფორვარდი ვილიან ჟოზე შესაძლოა ‘‘ტოტენჰემის’’ რიგებში ჩაირიცხოს. მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს და ტრანსფერი თვის ბოლომდეა მოსალოდნელი.

ჟოზე მოურინიო ჟოზეში ჰარი კეინის შემცვლელს ხედავს, თუმცა მოთამაშის გამოსასყიდი თანხა 70 მილიონ ევროს შეადგენს და შესაძლოა ამ ფაქტორმა ტრანსფერი ჩაშალოს.

28 წლის ვილიან ჟოზეს ბრაზილიურ და ესპანურ გუნდებში თამაშის გამოცდილება აქვს, მას მადრიდის ''რეალშიც'' უთამაშია, თუმცა ყველაზე წარმატებული პერიოდი ბასკურ გუნდში გაატარა.

ამპლუით ფორვარდმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 8 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები