Aa
Aa

გარიგება შედგა? - პოლიტანო - "ნაპოლიში", ლორენტე - "ინტერში"...

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მატეო პოლიტანო კარიერას „ნაპოლიში“ გააგრძელებს, „ინტერი“ კი მის სანაცვლოდ თანხასა და 6-თვიანი იჯარით - ფერნანდო ლორენტეს მიიღებს.

ნეაპოლელები პოლიტანოს 18-თვიანი იჯარით აიყვანენ, შემდეგ კი მისი 25 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება ექნებათ.

რაც შეეხება ლორენტეს, იგი „ნერაძურიში“ სეზონის ბოლომდე მშრალი იჯარით გადაბარგდება, რაც ნიშნავს, რომ მილანელები ოლივიე ჟირუს ზამთარში აღარ შეიძენენ.

აპენინური პრესა ასევე წერს, რომ „ნაპოლიში“ ლორენტეს შემცვლელად რობერტო ინგლეზეს მიიყვანენ, რომელიც კლუბის საკუთრებაა და „პარმაში“ იჯარის წესით თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები