Aa
Aa

„ჩელსი" კავანისთვის იბრძვის - „ლურჯებმა" პსჟ-ს წინადადებით მიმართეს

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, The Times იტყობინება, რომ „ჩელსიმ“ კავანის თაობაზე პსჟ-ს წინადადებით მიმართა. „ლურჯები“ კვალიფიციურ ცენტრფორვარდს ეძებენ და მათი ერთ-ერთი რჩეული სწორედ ურუგვაელი თავდამსხმელი გახლავთ.

როგორც ირკვევა „ჩელსიმ“ კავანის იჯარის სანაცვლოდ „პარი სენ-ჟერმენს“ გარკვეული თანხა შესთვაზა და მზადყოფნა გამოთქვა სამხრეთ ამერიკელს სეზონის ბოლომდე ხელფასი თავად გადაუხადოს.

„ნისლიან ალბიონზე“ ფრანგული გრანდის პასუხი არ ხმაურდება, თუმცა იწერება, რომ პსჟ კავანის გასხვისებაზეა ორიენტირებული და არა მის განათხოვრებაზე. პარიზელებს იმედი აქვთ, რომ სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ 23 მილიონ ფუნტს მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ „არსენალთან“ მატჩში ტამი აბრაჰამი დაშავდა, რის შემდეგაც ლონდონელთათვის შეტევის გაძლიერება უფრო პრიორიტეტული გახდა. გუნდის სისუსტეების შესახებ საჯაროდ ფრენკ ლამპარდმაც ისაუბრა და აცხადებს, რომ „ჩელსის“ შეტევის გაძლიერება სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები