Aa
Aa

დიდი დუეტი იშლება? - ბურგოსს მთავარი მწვრთნელობა სურს

გავლენიანი ესპანური გამოცემის, Cadena SER-ის ცნობით, ხერმან ბურგოსისა და დიეგო სიმეონეს სამწვრთნელო თანამშრომლობა მიმდინარე სეზონის ბოლოს დასრულდება.

როგორც გამოცემა გვამცნობს, ბურგოსმა საკუთარი სამწვრთნელო კარიერის დაწყება გადაწყვიტა და უკვე მთავარი მწვრთნელობის სურვილი აქვს. ვეტერანმა მეკარემ ახლახანს აგენტიც შეიცვალა, რათა სეზონის ბოლომდე ან ზაფხულში ახალი შეთავაზებები განიხილოს.

ხერმან ბურგოსი 2011 წლიდან „ატლეტიკოში“ სიმეონეს ასისტენტად მუშაობს. მას იტალიურ „კატანიასა“ და არგენტინულ „რასინგში“ ასევე მთავარი მწვრთნელის ასისტენტად უმუშავია.

"მონოს" საფეხბურთო კარიერისას "ფერო კარილ ოესტეს", "რივერ პლეიტის", "მალიორკასა" და "ატლეტიკოს" ღირსება დაუცავს, არგენტინის ნაკრებში 1995-2002 წლებში 35 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები