Aa
Aa

მედვედევი და პლიშკოვა შემდეგ რაუნდში იოლად გავიდნენ

ავსტრალიის ღია პირველობის მომდევნო წრეში იოლად გავიდნენ მამაკაცთა და ქალთა რეიტინგის მოწინავე ჩოგბურთელები - დანილ მედვედევი და კაროლინა პლიშკოვა.

23 წლის მედვედევს ესპანელ პედრო მარტინესთან დიდი პრობლემები არ შექმნია და შეხვედრა 3 სეტში - 7:5; 6:1; 6:3-ით დაასრულა. რუსის შემდეგი მეტოქე ალექსეი პოპირინსა და ხაიმე მუნარს შორის გაირკვევა.

რაც შეეხება პლიშკოვას, მან გერმანელ ლორა ზიგმუნდთან ერთად კორტზე 87 წუთი გაატარა და ორსეტიანი გამარჯვება იზეიმა - 6:3; 6:3. პლიშკოვა შემდეგ წრეში ანასტასია პავლიუჩენკოვასა და ტეილორ ტაუნსენდის მატჩში მოგებულს შეხვდება.

მეტოქის დასამარცხებლად კვლავ 3 სეტი დასჭირდა გარბინ მუგურუსას, რომელმაც ავსტრალიელ აილა ტომლიანოვიჩთან 6:3; 3:6; 6:3 იმარჯვა. სამაგიეროდ, ორსეტიანი მატჩები ჰქონდათ ბელინდა ბენჩიჩსა და დონა ვეკიჩს. პირველმა მათგანმა „როლან გაროსის“ 2017 წლის ჩემპიონ ელენა ოსტაპენკოს მოუგო, ვეკიჩმა კი ფრანგი ალიზ კორნე დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები