Aa
Aa

სარი რონალდუს აქებს: „კრიშტიანუ შთამბეჭდავ ტემპში თამაშს აგრძელებს"

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ კრიშტიანუ რონალდუ შეაქო. იტალიელმა სპეციალისტმა თავისი შეგირდის შესახებ „რომასთან“ გამართული მატჩის შემდეგ ისაუბრა.

„რონალდუ ჩინებულ ფიზიკურ და მენტალურ კონდიციებში იმყოფება. კრიშტიანუ შთამბეჭდავ ტემპში თამაშს აგრძელებს და საოცარი უნარები აქვს. რონალდუ ჩემპიონია და ჩვენ გვინდა მას მეექვსე ოქროს ბურთი მოგებაში დავეხმაროთ.

წარმოდგენა არ მაქვს ინდივიდუალურ დონეზე მან რა ასპექტში უნდა მოუმატოს. ალბათ დაცვაში თამაში აქვს გასაუმჯობესებელი. დღესდღეობით ის საოცრად ასპარეზობს და გოლები სტაბილურად გააქვს.

რონალდუს ამჟამინდელი ფორმა ჩემი დამსახურება არაა. ეს ყველაფერი კრიშტიანუს დედის დამსახურებაა ასეთი ეგზემპლარი რომ შექმნა“.

შეგახსენებთ, რომ „ბიანკონერიმ“ „რომა“ ბენტანკურისა, ბონუჩისა და რონალდუს გოლების წყალობით 3-1 დაამარცხა. ეს უკანასკნელი 2020 წელს შესანიშნავად გამოიყურება და ბოლო 4 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი. ყველა ტურნირის ეგიდით გამართულ ბოლო 10 მატჩში კი მეტოქე გუნდების კარი 13-ჯერ აიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები