გოგას ელეგანტური პასი - „პეისერსმა
Aa
Aa

გოგას ელეგანტური პასი - „პეისერსმა" „სანსი" გაანადგურა

„იუტა ჯაზთან“ განცდილი ფიასკოს შემდეგ, „ინდიანა პეისერსი“ სტუმრად „ფინიქს სანსს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 112-87 გაანადგურა.

„ინდიანას“ თავკაცმა, ნეით მაკმილანმა გოგა ბითაძე პარკეტზე მატჩის ბოლოსკენ შეუშვა, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ქართველმა ცენტრმა 3:35 წუთი ითამაშა და 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გაიფორმა. გოგას ბურთი არცერთხელ უსვრია და სამივე მოხსნა საკუთარ ფარზე შეასრულა.

ბითაძის გუნდში საუკეთესო ტი ჯეი უორენი გახლდათ, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო. დომანტას საბონისმა მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა და აქტივში 24 ქულასთან ერთად 13 მოხსნა ჩაიწერა. „ინდიანას“ სათადარიგოთა სკამმა კი ჯამში 45 ქულა დააგროვა.

„სანსთან“ გამარჯვების შემდეგ „პეისერსის“ ანგარიშზე 29 მოგება და 16 მარცხია. „ინდიანა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთეა და მომდევნო შეხვედრას „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები