ოფიციალურად: ჯანო ანანიძე
Aa
Aa

ოფიციალურად: ჯანო ანანიძე "ანორთოსისის" ფეხბურთელია

როგორც მოსალოდნელი იყო ჯანო ანანიძე „ანორთოსისის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა.

კვიპროსულმა კლუბმა ჯანოს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმა.

ქართველმა ნახევარმცველმა კლუბის ოფიციალურ ვებ გვერდთან პირველი კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ არჩევანის გაკეთებისას დიდი როლი თემურ ქეცბაიასთან საუბარმა ითამაშა:

„მოხარული ვარ, რომ აქ ვარ. ჩემი კარიერის მანძილზე მქონდა მიზანი, რომ სხვა ლიგაში მეთამაშა და ახლა ამას ისეთი შესანიშნავი გუნდის რიგებში გავაკეთებ, როგორიც „ანორთოსისია“.

მადლობა გუნდს და განსაკუთრებით მწვრთნელს, რომ ასეთი შესაძლებლობა მომცა. თემურ ქეცბაიასთან ვისაუბრე და მან გუნდის ფილოსოფია ამიხსნა, თუ რა მიზნები აქვთ მათ. ამის შემდეგ ჩემი კარიერის აქ გაგრძელება გადავწყვიტე.

რამდენიმე წინადადება მქონდა, თუმცა „ანორთოსისის“ არჩევით და აქ ყოფნით ბედნიერი ვარ.

გპირდებით, რომ ჩემი შესაძლებლობების 100%-ს გამოვიყენებ, რომ აქაური გულშემატკივრები გავახარო“.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი რუსულ კლუბში 2009 წლიდან ირიცხებოდა და კონტრაქტის გაწყვეტამდე მოქმედი კონტრაქტის მიხედვით ანანიძის წლიური ხელფასი მილიონ 700 000 ევროს შეადგენდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები