Aa
Aa

ბრწყინვალე საბა! ლობჟანიძის გოლი, შესანიშნავი დრიბლინგი და საგოლე გადაცემა!

საბა ლობჟანიძის „რანდერსმა“ ამხანაგური შეხვედრა პირველ ლიგელ „ვენდსისელთან“ გამართა და 4:3 მოიგო.

ტრადიციულად მოედანზე ბრწყინავდა „რანდერსის“ ქართველი ლეგიონერი, რომელმაც ამჯერად გოლის გატანასთან ერთად საგოლე გადაცემის შესრულებაც შეძლო.

საბა მინდორზე 59-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 2:3-ს აგებდა. ლობჟანიძემ პირველივე შეტევისას ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

3 წუთის შემდეგ მან საკუთარი ნახევრიდან კონტრშეტევა წამოიწყო და საოცარი სისწრაფე განავითარა, თავბრუდამხვევი დრიბლინგის შემდეგ საბამ საჯარიმოში მიკელ კალესოე მოძებნა, რომელმაც ქართველს გარჯა დაუფასა და გოლი გაიტანა.

„რანდერსი“ კიდევ 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, 16 თებერვალს კი ჩემპიონატიც განახლდება და 21-ე ტურში „ორჰუსს“ ესტუმრება.

შეგახსენებთ, რომ საბა ლობჟანიძეს სუპერლიგაში „რანდერსის“ რიგებში 15 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები