ევროპის ჩემპიონატი: ლიდერთა ხუთეულში - მორის ყვითელაშვილის წარმატებული გამოსვლა
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი: ლიდერთა ხუთეულში - მორის ყვითელაშვილის წარმატებული გამოსვლა

ავსტრიაში კერძოდ კი გრაცში ფიგურულ ციგურაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ვაჟთა მოკლე პროგრამაში 35 სპორტსმენს შორის ასპარეზობენ ქრთველები მორის ყვითელაშვილი და ირაკლი მაისურაძე.

ყვითელაშვილმა თავისი გამოსვლის შემდეგ 82.77 ქულა მოაგროვა, ტექნიკურ ელემენტებში კი 45.05 ქულა დაიმსახურა, პროგრამულ კომპონენტებში კი 38.72. ჯამში 24 წლის სპორტსმენმა მე-4 შედეგი დააფიქსირა და თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო, სადაც მედლის მოპოვების შანსი ექნება.

კვალიფიკაცია დაძლია 19 წლის ირაკლი მაისურაძემაც, რომელმაც ტექნიკურ ელემენტებში 40.96 ქულა აიღო, პროგრამულ კომპონენტებში კი 34.17.

თავისუფალ პროგრამაში მონაწილეობის უფლება ჯამში 35 სპორტსმენიდან 24-მა შეძლო.

თავისუფალი პროგრამა სტარტს 23 იანვრიდან აიღებს. შეგახსენებთ, რომ მორის ყვითელაშვილისთვის ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი 2017 წელს დაფიქსირებული მე-6 ადგილია.

P.S. ევროპის ჩემპიონატზე ასევე იასპარეზებენ ალინა ურუშაძე (ქალთა ერთეულები), მარია კაზაკოვა და გიორგი რევია (ყინულზე ცეკვები).

კაზაკოვასა და რევიას წყვილი 23 იანვარს რიტმული ცეკვებით დაიწყებენ.

ცხელი ამბები