Aa
Aa

რომის ნაცვლად ნეაპოლში? - "ნაპოლი" პოლიტანოს უახლოვდება

მილანის „ინტერის“ გარემარბმა, მატეო პოლიტანომ, შესაძლოა, კარიერა „ნაპოლის“ რიგებში გააგრძელოს. ნეაპოლიტანელებმა ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.

სამხრეთელებს ფეხბურთელის იჯარით აყვანა და შემდეგ გამოსყიდვის ვალდებულების აღება სურთ, რაც ჯამში 25 მილიონი ევრო დაჯდება. „ნერაძური“ კი პოლიტანოს სანაცვლოდ სწორედ ამდენს ითხოვს.

სატრანსფერო ექსპერტის, ჯანლუკა დი მარციოს თქმით, შეთანხმების მიღწევა პრობლემა არ უნდა გახდეს და სულ მალე 26 წლის ვინგერი „ნაპოლის“ მაისურს მოირგებს.

პოლიტანო გასულ კვირას მოლაპარაკებებს „რომასთან“ მართავდა, თუმცა მისი დედაქალაქში გადაბარგება კლუბებს შორის გაჩენილი გაუგებრობის გამო არ გამოვიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები