21-წლამდელთა ნაკრებს ვასილ მაისურაძე გაწვრთნის
Aa
Aa

21-წლამდელთა ნაკრებს ვასილ მაისურაძე გაწვრთნის

საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებს ვასილ მაისურაძე უხელმძღვანელებს49 წლის ფეხბურთის სპეციალისტი 2011 წლიდან 2020 წლის ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

2012 წელს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სწორედ ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით ითამაშა და ევროპის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. იგი ბოლოს საქართველოს 20-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობდა.

ამჟამად ვასილ მაისურაძე ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განვითარების განყოფილების უფროსია.

 ალექსანდრე იაშვილი - სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ასაკობრივ ნაკრებებში ვასილ მაისურაძეს საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ის კარგად იცნობს ჩვენი ფეხბურთის ახალი თაობის წარმომადგენლებს, რადგან ახალგაზრდებთან სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში მუშაობდა. ბოლოს მისი საქმიანობა 20-წლამდელთა გუნდთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ვფიქრობ შემდეგი ნაბიჯი ლოგიკურია. ვასილ მაისურაძე ახალგაზრდულ ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე უხელმძღვანელებს, ჩვენ გუნდს საინტერესო მატჩები ელოდება წლის ბოლომდე.“

საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ვასილ მაისურაძის დებიუტი 26 მარტს შედგება. ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქე სლოვაკეთი იქნება.

შეგახსენებთ, რომ გია ცეცაძემ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი გასული წლის დეკემბერში დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები