ბასილაშვილი ოლიმპიადაზე ითამაშებს!
Aa
Aa

ბასილაშვილი ოლიმპიადაზე ითამაშებს!

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. ინფორმაცია ოფიციალურად გუშინ საღამოს დადასტურდა. ეს საქართველოს ოლიმპიური გუნდისთვის რიგით 38-ე ოლიმპიური ლიცენზიაა.

24 წლის ბასილაშვილი რიოში გამორიცხვის მეთოდით მოხვდა, ანუ ზოგიერთი ქვეყნის ჩოგბურთელმა ოლიმპიადაზე გამგზავრებაზე უარი თქვა, რამაც ქართველ ჩოგბურთელს ბრაზილიაში გამოსვლის შესაძლებლობა მისცა.

ცხადია, ეს ფაქტი ბასილაშვილის წარმატებას არ აკნინებს, რადგან ქართველი სალიცენზიო ზონასთან სიახლოვეს ყოფნას ახერხებდა და საბოლოოდ მიზანსაც მიაღწია.

დამოუკიდებლობის შემდეგ ბასილაშვილი იქნება პირველი ვაჟი ჩოგბურთელი, ვინც საქართველოს სახელით ოლიმპიადაზე გამოვა. ამის შანსი 1996 წელს ირაკლი ლაბაძეს ჰქონდა, მაგრამ მას ატლანტაში აღარ უთამაშია.

შეგახსენებთ, XXXI ოლიმპიური თამაშები რიო-დე-ჟანეიროში 5-21 აგვისტოს გაიმართება. 

წყარო: msy.gov.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები