საქართველო-ბელარუსის მატჩი ''დინამო არენაზე'' შედგება!
Aa
Aa

საქართველო-ბელარუსის მატჩი ''დინამო არენაზე'' შედგება!

ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ბელარუსს ''დინამო არენაზე'' დაუპირისპირდება. ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა 26 მარტს 21:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის ნახევარფინალში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ფინალურ მატჩს საკუთარ კედლებში გამართავს. თუ ვაისის გუნდისთვის ბელარუსთან მატჩი წარმატებული იქნება, საქართველო ფინალში კოსოვოსა და მაკედონიას შორის მოგებულს შეხვდება. ერთა ლიგის ფინალი 31 მარტს შედგება. ერთა ლიგის ფინალში გამარჯვებული ევრო 2020-ზე ითამაშებს.

ფოტო/ვიდეო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები