Aa
Aa

მოუს ახალი სამიზნე - პორტუგალიელს იოვიჩი სურს

ჟოზე მოურინიო შემადგენლობის გაძლიერებაზე ფიქრობს და ამჯერად ლუკა იოვიჩით ინტერესდება. Daily Star იუწყება, რომ „განსაკუთრებულს“ სერბი თავდამსხმელის გადაბირება ზამთარში სურს.

როგორც მოგეხსენებათ „ტოტენჰემს“ საკადრო პრობლემები აქვს და რამდენიმე თვე ჰარი კეინის გარეშე მოუწევს ასპარეზობა.

ესპანურ პრესაში წერენ, რომ პორტუგალიელი იოვიჩის თაობაზე „რეალის“ პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს დაუკავშირდა, თუმცა მისგან კატეგორიული უარი მიიღო.

როგორც მოგეხსენებათ „ბლანკოსმა“ იოვიჩი 53 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა და მასზე დიდ იმედებს ამყარებდა. 22 წლის ფეხბურთელი ჯერჯერობით გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს, თუმცა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მზად არიან შანსი სეზონის ბოლომდე მისცენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები