Aa
Aa

ოდრიოსოლა „რეალს" ტოვებს - ესპანელის გადაბირებით „ბაიერნიც" ინტერესდება

ალვარო ოდრიოსოლას მადრიდული კარიერა არ აეწყო და ესპანელი უკანახაზელი ადგილსამყოფელის გამოცვლაზე სერიოზულად ფიქრობს. Cope-ს ინფორმაციით 24 წლის მცველი „რეალის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს მართავს და მიზანთან ძალიან ახლოსაა.

ესპანური გამოცემის მიხედვით ოდრიოსოლას მიმართ უდიდეს ინტერესს „სევილია“ და „ბილბაო“ იჩენენ. თუმცა იწერება, რომ მისი გადაბირება მიუნხენის „ბაიერნსაც“ სურს.

„სამეფო კლუბმა“ ოდრიოსოლას სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა და მის გასხვისებას არ აპირებს. Cope-ს ცნობით მადრიდელები მხოლოდ იჯარაზე არიან თანახმა.

ოდრიოსოლამ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 5 შეხვედრაში ითამაშა და ძირითადი შემადგენლობის მიღმა 17-ჯერ დარჩა. ბასკ უკანახაზელს ლა ლიგაში 19 ოქტომბრის შემდეგ არ უასპარეზია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები