Aa
Aa

პიონტეკს ახალი მსურველი ჰყავს - პოლონელი „ევერტონს" სურს

„ევერტონი“ კშიშტოფ პიონტეკის მსურველთა სიას შეუერთდა. ამ ინფორმაციას გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Mirror ავრცელებს.

მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი შეტევის გაძლიერებაზეა ორიენტირებული და უპირატესობას პოლონელ თავდამსხმელს ანიჭებს. იტალიელი სპეციალისტი სხვა კანდიდატებსაც განიხილავს, თუმცა ფავორიტი პიონტეკია და მოლაპარაკებების დაწყება უახლოეს მომავალში იგეგმება.

პოლონელი ჟურნალისტის, პიოტრ კოზმინსკის თქმით პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ პიონტეკი „მილანს“ დატოვებს და კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს. საგულისხმოა, რომ L’equipe-ის ცნობით პიონტეკს „პარი სენ-ჟერმენიც“ აკვირდება.

პარიზელები ედინსონ კავანის შემცვლელს ეძებენ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ტრანსფერი ოფიციალურად მოითხოვა. იტალიურ პრესაში კი წერენ, რომ „როსონერი“ პიონტეკს დაახლოებით 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები