Aa
Aa

მოზესი ''ინტერში'' ითამაშებს - მილანურ გუნდს ერიქსენიც სურს

ლონდონის ‘‘ჩელსის’’ 29 წლის გარემარბი ვიქტორ მოზესი კარიერას ‘‘ინტერში’’ გააგრძელებს.მილანური კლუბის სპორტულმა დირექტორმა პიერო აუსილიომ Sky Italia-სთან საუბარში დაადასტურა, რომ მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია და ნიგერიელი კარიერაში პირველად სერია ა-ში ითამაშებს.

გასული სეზონიდან მოყოლებული აფრიკელი ‘‘ფენერში’’ თამაშობს და თურქულ ლიგაში 20 მატჩში 5 გოლი შეაგდო.

პიერო აუსილიომ კრისტიან ერიქსენის ტრანსფერზეც ისაუბრა. მისი თქმით ‘‘ინტერმა’’ ‘‘ტოტენჰემს’’ ოფიციალური წინადადებით მიმართა და იტალიური მხარე პასუხის მოლოდინშია.

27 წლის დანიელი 2013 წლიდან ‘‘დეზების’’ ფეხბურთელია. გასულ ზაფხულში სკანდინავიელის გადაბირებით მადრიდის ‘‘რეალი’’ იყო დაინტერესებული, ამჟამად კი მისი შეძენა მილანურ კლუბს სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები