2017 წლის შემდეგ პირველად! -
Aa
Aa

2017 წლის შემდეგ პირველად! - "ტოჩიმ" უხერხული მეტოქე დრამატულ ორთაბრძოლაში დაამარცხა!

"ჰაცუ ბაშოს" მე-10 დღეს, ლევან გორგაძემ მორიგი ორთაბრძოლა გამართა და სეკივაკე ასანოიამას დაუპირისპირდა. წოდებით უფრო მაღლა მდგომ ასანოიამას ბალანსი 6:3-ზე ჰქონდა, ტოჩინოშინმა კი საწყისი 9-დან 4 ბრძოლა მოიგო.

ლევანისთის ასანოიამა ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა, რის შესახებაც თავად ქართველსაც აქვს ნათქვამი - მასთან ბოლო 3 ორთაბრძოლა წაგებული ჰქონდა.

დღევანდელი ბრძოლა ძალიან დაძაბული გამოდგა და გამარჯვების შანსი ორივე რიკიშის ჰქონდა. საბოლოოდ, გორგაძემ მეტოქე ძირს დააგდო და იგი 2017 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა.

 

"ტოჩიმ" მიმდინარე ბაშოზე მე-5 გამარჯვება მოიპოვა და დადებითი ბალანსისთვის ბრძოლას აგრძელებს, რისთვისაც კიდევ 3 მოგება სჭირდება.

"ჰაცუ ბაშოს" მომდევნო, მე-11 დღეს, ქართველი რიკიშის მეტოქე მე-4 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება. ქართველს მასთან ბალანსი 8:5-თან აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები