Aa Aa
20 იანვარი 2020  |  12:16

ფერნანდეშს „ოლდ ტრაფორდზე" წასვლა სურს - კლუბები მოლაპარაკებების ახალ ეტაპს იწყებენ

Daily Mail-ის ინფორმაციით ბრუნო ფერნანდეშმა „სპორტინგის ხელმძღვანელებს შეატყობინა, რომ ძალიან უნდა კარიერა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელოს. როგორც მოგეხსენებათ პორტუგალიელს დიდი ხანია „წითელ ეშმაკებს“ უკავშირებენ, თუმცა კლუბებმა შეთანხმებას ვერა და ვერ მიაღწიეს.

Sky Sports წერს, რომ ტრანსფერის გაჩარხვით კვლავ ორივე მხარე დაინტერესებულია და უახლოეს მომავალში მოლაპარაკებების გაგრძელება იგეგმება. ლისაბონური გამოცემები კი გულშემატკივრებს აფრთხილებენ, რომ ყველაფრისთვის მზად იყვნენ.

„სპორტინგი“ ფერნანდეშის სანაცვლოდ 68 მილიონ ფუნტს ითხოვს, რაზეც „მანჩესტერი“ უარს აცხადებს. „იუნაიტედის“ მესვეურები თვლიან, რომ ბრუნოს სანაცვლოდ ამხელა თანხის გადახდა მათ სატრანსფერო პოლიტიკაზე ცუდად იმოქმედებს და მომავალში ფეხბურთელთა შესაძენად გაბერილი თანხების გაღება მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ფერნანდეშმა „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, სიმართლეს არ შეესაბამება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში