შეუჩერებელი შენგელია! ჩატენვა ბოლო წამებზე და ბრწყინვალე გამარჯვება ''რეალთან''!
Aa
Aa

შეუჩერებელი შენგელია! ჩატენვა ბოლო წამებზე და ბრწყინვალე გამარჯვება ''რეალთან''!

ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში ''ბასკონიამ'' სტუმრად მადრიდის ''რეალი'' 95:94 დაამარცხა. ქართველის როლი სტუმართა გამარჯვებაში უდიდესია. მან 40 წუთი შეუცვლელად ითამაშა, მის ანგარიშზე  16 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრაა.


მატჩის დასრულებამდე 25 წამით ადრე ანგარიში 91:91 იყო, დარჩენილ დროში შენგელიამ ბრწყინვალე სლემ-დანქი შემოგვთავაზა, შემდეგ კი შენგელიას წინააღმდეგ თამაშისას მასპინძლები დაჯარიმდნენ, ქართველმა ორივე შანსი გამოიყენა და ანგარიში 91:95 გახდა. დარჩენილ წამებში სერხიო ლულმა სამქულიანი ჩააგდო და გამარჯვება ''ბასკონიას'' დარჩა.

მიმდინარე სეზონში შენგელიას გუნდმა მეცხრე გამარჯვება მოიპოვა და ამდენივე მარცხი განიცადა. ''ბასკონია'' სატურნირო ცხრილში მეათე პოზიციაზეა. შემდეგ მატჩს შენგელიას გუნდი ''მორაბანკ ანდორასთან'' 26 იანვარს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები