ბრძოლის შემდეგ დიდი ამბები იყო! მაკგრეგორი:
Aa
Aa

ბრძოლის შემდეგ დიდი ამბები იყო! მაკგრეგორი: "ეს რაღაც ფილმი „როკის“ მსგავსი იქნებოდა"

კონორ მაკგრეგორმა 19 იანვარს ლას ვეგასში UFC 246-ის საღამოზე გამართული ბრძოლა 40 წამში მოიგო და „კოვბოი“ დონალდ სერონი ნოკაუტში ჩააგდო.

მაკგრეგორი ბრძოლამდეც ძალიან ბევრს საუბრობდა და ახლა ხომ მისი გაჩერება წარმოუდგენელია. კონორმა უმალვე ხაბიბთან მატჩრევანშზე ისაუბრა და მოსკოვში ბრძოლის გამართვის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა:

 

კონორ მაკგრეგორი: „სულ ერთია ხაბიბისა და ფერგიუსონის ბრძოლაში ვინ გაიმარჯვებს, ტიტული საბოლოოდ მაინც ჩემი გახდება.

რაც შეეხება ხაბიბს, მასთან და მის გუნდთან ეს ყველაფერი პირადულია და ამჯერად უფრო კარგად ვიქნები მომზადებული.

ამჯერად ჩემი ვალდებულება შევასრულე და კარგად მოვემზადე, ხაბიბთან ბრძოლამდე კი ასე არ იყო. ჩემი ოჯახისა და გუნდის მიმართ უპატივცემულობა გამომავლინე, შესაბამისი ინტენსივობით არ ვვარჯიშობდი.

დანა უაითს არ სურს, რომ ჩემი და ხაბიბის მატჩრევანში მოსკოვში შედგეს? რატომ? კიდევ რამდენი ფული უნდა იშოვოს მან? (კონორმა ხუმრობით აღნიშნა). რუსეთში ხომ ძალიან ბევრი ფულია.

ამ ქვეყანაში ცოტა ხნის წინ ვიყავი და რუსეთი ძალიან მიყვარს. იქ ხალხს ვუყვარვარ, ჩემს სახელს სკანდირებდნენ. მე უფრო ვარ რუსი, ვიდრე ხაბიბი. მოსკოვში ბრძოლის ჩატარება კარგი იქნებოდა, ეს რაღაც ფილმი „როკის“ მსგავსი იქნებოდა. თუ, ორთაბრძოლას ევროპაში დანიშნავენ, მაშინ ეს არა დიდ ბრიტანეთში, არამედ ირლანდიაში უნდა მოხდეს.

ბრიტანელებს არაფერს ვერჩი, უბრალოდ მინდა პირველი მებრძოლი გავხდე, რომელიც იქ საკუთარ კედლებში გამოვა“.

სულ სხვა აზრზეა UFC-ის დირექტორი დანა უაითი, რომელმაც UFC 246-ის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე პრესის კითხვებს უპასუხა:

დანა უაითი: „ხაბიბისა და კონორის მატჩრევანში მოსკოვში? არა! ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. ბრძოლის ჩასატარებლად მხოლოდ იმ ქალაქებზე საუბარი შეგვიძლია, რომლებშიც ამის გაკეთებას აზრი აქვს. ეს დიდ ბრიტანეთში, ან აშშ-ში მოხდება.

საუკეთესო ადგილი რა თქმა უნდა ლას ვეგასია, მაგრამ ბოლოს იქ მომხდარის გამო ხაბიბს ეს არ სურს. შეგვიძლია ნიუ იორკისა და დალასის ვარიანტებიც განვიხილოთ.

რა მოხდება, თუ ხაბიბი ტონისთან წააგებს? მაკგრეგორს ჩემპიონის ტიტულის დაბრუნება სურს და ის ფერგიუსონს შეხვდება“.

ცხელი ამბები