ვერნერისთვის ბრძოლაში
Aa
Aa

ვერნერისთვის ბრძოლაში "ლივერპულიც" ერთვება

Mirror-ის ცნობით, „ლივერპული“ ტიმო ვერნერისთვის ბრძოლაში ებმება. „მერსისაიდელები“ „ჩელსისთან“ კონკურენციისთვის მზად არიან.

23 წლის გერმანელი ფორვარდის ფასი 60 მილიონი ფუნტია, რაც ორივე კლუბისთვის ხელმისაწვდომი თანხაა.

„ჩელსის“ ვერნერის გადაბირება ზამთარში სურდა, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა. „ლივერპული“ კი მასზე გეგმებს ზაფხულისთვის აწყობს და „ლაიპციგისთვის“ წინადადებას ამზადებს.

ცნობილია, რომ გერმანელი ფორვარდით ესპანური გიგანტები „რეალი“ და „ბარსელონაც“ არიან დაინტერესებულნი.

ვერნერი „ლაიპციგში“ 2016 წლიდან ასპარეზობს. მის ანგარიშზე 140 შეხვედრაში 86 გოლი და 37 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები