ოფიციალურად: გვარდიოლამ
Aa
Aa

ოფიციალურად: გვარდიოლამ "სიტიში" კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა

ხოსეპ გვარდიოლას თავოსნობით "მანჩესტერ სიტიმ" მორიგი ტრანსფერი გაჩარხა. 

"ქალაქელებმა" რუსული "უფა"-დან ახალგაზრდა ტალანტი, ამპლუით ნახევარმცველი ოლექსანდრ ზინჩენკო შეიძინეს. 

19 წლის ზინჩენკო უკრაინელი გახლავთ და ამ ქვეყნის ნაკრების რიგებში "ევრო 2016"-ის სამივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. 

იგი დონეცკის "შახტარის" სკოლის აღზრდილია და ამ გუნდში 2013-2014 წლების სეზონში ირიცხებოდა (თამაში არ ჩაუტარებია), რის შემდეგაც ხსენებულ "უფა"-ს მიაშურა.

შეგახსენებთ, რომ ზინჩენკოს გარდა მანჩესტერელებმა ილქაი გიუნდოგანი, აარონ მოი და ნოლიტო გადმოიბირეს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები