პოდოლსკი თურქეთში ბრუნდება
Aa
Aa

პოდოლსკი თურქეთში ბრუნდება

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლუკაშ პოდოლსკიმ იაპონური ‘‘ვისელ კობე’’ დატოვა. 34 წლის შემტევი თურქულ ‘‘ანთალიასპორს’’ შეუთანხმდა და მზადაა კარიერა სუპერლიგის აუტსაიდერში გააგრძელოს.

Goal.com-ის ცნობით მოთამაშე კლუბთან 18-თვიან კონტრაქტს გააფორმებს. იაპონიაში წასვლამდე პოდოლსკი თურქეთში თამაშობდა, ‘‘გალას’’ ღირსებას 2015-17 წლებში იცავდა.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ‘‘კიოლნში,’’ მიუნხენის ‘‘ბაიერნში,’’ ლონდონის ‘‘არსენალსა’’ და მილანის ‘‘ინტერში’’ ასპარეზობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები