Aa
Aa

ბათუმის მშენებარე სტადიონი გაზაფხულზე გაიხსნება

​ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობა უკვე საბოლოო ფაზაში გადავიდა.

რამდენიმე დღის წინ არენაზე ინდივიდუალური სკამების მონტაჟი დასრულდა.

ახლა კი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორი ტაბლოს მონტაჟი და შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

საბოლოოდ, მშენებლობის პროცესის სრულად დასრულების შემდეგ ბათუმი უეფას IV კატეგორიის, 20 000 მაყურებელზე გათვლილ სტადიონს მიიღებს.

 ჩვენთან საუბარში სტადიონის დირექტორმა ჯაბა სურმანიძემ აღნიშნა, რომ ჯერ არ არის ცნობილი თუ რა ერქმევა არენას.

შესაძლოა სტადიონის სახელი კერძო კომპანიაზე გაიყიდოს.

ასევე მისი თქმით  საქართველოს ეროვნული ნაკრების უმნიშვნელოვანესი მატჩი ბელორუსებთან  "დინამო არენაზე" გაიმართება.

უეფას დედლაინის დროს სტადიონი ჯერ დარეგისტრირებული არ იყო და ამ მიზეზის გამო ევროპული ფეხბურთის მმათველმა ორგანომ "დინამო არენა" არჩია.

ჯაბა სურმანიძე -  ბათუმის სტადიონის დირექტორი

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები