გუარდიოლა მანჩესტერს ტოვებს? - ესპანელს პარიზში იწვევენ
Aa
Aa

გუარდიოლა მანჩესტერს ტოვებს? - ესპანელს პარიზში იწვევენ

ბრიტანული მედიის ცნობით პსჟ მზადაა პეპ გუარდიოლას კონტრაქტი შესთავაზოს. პარიზული კლუბის ხელმძღვანელებს კატალონიელ სპეციალისტთან თანამშრომლობის დიდი სურვილი აქვთ.

გუარდიოლას ''მანჩესტერ სიტისთან'' კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა ბრიტანული მედიის ცნობით შესაძლოა ის მიმდინარე სეზონის ბოლოს ''ქალაქელებს'' დაემშვიდობოს.

პსჟ-ს მფლობელი მზადაა გუარდიოლას შესანიშნავი პირობების შესთავაზოს. მიუხედავად იმისა, რომ გუარდიოლა ''მანჩესტერ სიტის'' დატოვებას გამორიცხავს, Express-ის ცნობით შესაძლოა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ''ქალაქელთა'' მთავარ მწვრთნელად სხვა პერსონა ვიხილოთ.

49 წლის გუარდიოლა ''მანჩესტერ სიტის'' 2016 წლიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით ინგლისურმა გუნდმა ინგლისის პრემიერ ლიგა 2017-18 და 2018-19 წლებში მოიპოვა. 

ინგლისის პრემიერ ლიგაში გადასვლამდე გუარდიოლას ფანტასტიკური წლები ჰქონდა ''ბარსას'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე, 2013-16 წლებში კი გერმანულ გრანდს, მიუნხენის ''ბაიერნს'' ხელმძღვანელობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები