Aa
Aa

"ჰაცუ ბაშო": ტოჩინოშინის მე-5 მარცხი

„ჰაცუ ბაშოს“ მერვე დღეს ტოჩინოშინი მეცხრე მაეგაშირა ტაკანოშოს დაუპირისპირდა და ოშიდაშის ილეთით დამარცხდა.

ლევანმა ბრძოლა ჩვეულ სტილში ვერ დაიწყო, მეტოქემ თავისი ტაქტიკა თავს მალევე მოახვია და დოჰიოდან გადაიყვანა.

 

იაპონელ სეკიტორს მიმდინარე ტურნირზე 3 მოგება და 4 წაგება ჰქონდა. ის ქართველი გოლიათის წინააღმდეგ დოჰიოზე პირველად გავიდა.

ტურნირის მე-9 დღეს ტოჩინოშინი მისთვის კარგად ნაცნობ მე-3 მაეგაშირა ტამავაშის შეერკინება, რომელსაც დღემდე 24-ჯერ შეხვდა და 16-ჯერ დაამარცხა, თუმცა ბოლო დროს ის ლევანისთვის უხერხულ მეტოქედ იქცა.

ცხელი ამბები