მაუნტი:''ბრძოლა მოვიგე, კაშიამ შეცდომა აღიარა''
Aa
Aa

მაუნტი:''ბრძოლა მოვიგე, კაშიამ შეცდომა აღიარა''

ლონდონის ''ჩელსის'' ფეხბურთელმა მეისონ მაუნტმა არნემის ''ვიტესში'' გატარებული პერიოდი გაიხსენა. ბრიტანულ მედიასთან საუბარში ინგლისელმა აღნიშნა, რომ გუნდის კაპიტან გურამ კაშიას მისი წარმატებული თამაშის არ სჯეროდა. მიუხედავად ამისა სეზონის ბოლოს ქართველმა აღიარა, რომ მაუნტთან მიმართებაში შეცდა და ის ''ჩელსიდან'' ''ვიტესში'' განათხოვრებულ ტალანტებს შორის საუკეთესო იყო.

მეისონ მაუნტი ბრიტანულ მედიას ესაუბრა.

''გასახდელში შევედი, სადაც დამხვდა ბევრი ფეხბურთელი, რომლებმაც თამაშში დიდი ძალისხმევა ჩადეს. მაშინ ბავშვი ვიყავი და ეს ტესტი იყო. თითოეულ თანაგუნდელს ხელი ჩამოვართვი. სეზონის ბოლოს კაშიამ მითხრა, რასაც ჩემზე ფიქრობდა, როცა ''ვიტესში'' გადავედი. კაშიამ მოგვიანებით მითხრა: ''ვერ ვიჯერებდი, რომ ეს დაბნეული ბავშვი დავიმატეთ. არ მჯეროდა, რომ შენი ტრანსფერი გაამართლებდა.''

ალბათ შეშინებული და ნერვიული პატარა ბიჭი ვიყავი, მაგრამ ამ სეზონში ''ვიტესისთვის'' 14 გოლი შევაგდე და კლუბის ქომაგებმა ''ვიტესის'' სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს.

შემდგომში ბევრი რამ ვისწავლე და კაშიამ აღიარა, რომ ჩემი შეფასებისას შეცდა. მოვახერხე დამემტკიცებინა, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყავი. გამოწვევა მივიღე, ბრძოლა მოვიგე.''

21 წლის მაუნტი, რომელმაც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ''ჩელსის'' რიგებში 23 მატჩში 5 გოლი შეაგდო, არნემული გუნდის ღირსებას 2017-18 წლების სეზონში იცავდა.

ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში მაუნტმა ინგლისის ეროვნულ გუნდში 6 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები