''გენტის'' გამარჯვება: ქვილითაის საგოლე პასი და გამოუყენებელი შანსი
Aa
Aa

''გენტის'' გამარჯვება: ქვილითაის საგოლე პასი და გამოუყენებელი შანსი

ბელგიის ჩემპიონატის 22-ე ტურში ''გენტმა'' საკუთარ კედლებში ''მუსკრონი'' 3:1 დაამარცხა. ბელგიის ჩემპიონატში 4-მატჩიანი პაუზის შემდეგ გიორგი ქვილითაია ''გენტის'' სასტარტოში მოხვდა და ''მუსკრონთან'' მატჩის მე-9 წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა, რომელიც გოლად დეპუატრიმ აქცია.


 

მიმდინარე სეზონში ქვილითაიამ 22 მატჩიდან 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სასტარტოში კი მხოლოდ ოთხჯერ მოხვდა. მის ანგარიშზე ორი საგოლე პასია.

51-ე წუთზე ''მუსკრონმა'' გოლი გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა - 1:1. 61-ე წუთზე ქვილითაიას გოლის გატანის ბრწყინვალე შანსი ჰქონდა, დეპუატრის პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა ვერ გაიტანა, ბურთი მცირე მანძილით აცდა კარს.

74-ე წუთზე ''გენტის'' ბრწყინვალე კომბინაცია კანადელი ჯონათან დავიდის გოლით დასრულდა. საგოლე კომბინაციაში ქვილითაიას მონაწილეობა არ მიუღია.

''გენტის'' ქართველი ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა. 75-ე წუთზე ქვილითაია შეცვალა.

77-ე წუთზე ჯონათან დავიდმა დუბლი შეასრულა და ''გენტის'' უპირატესობა ორბურთიანი გახდა - 3:1.

ბელგიის ჩემპიონატში ''გენტმა'' 22 მატჩი ჩაატარა და 42 ქულით მეორე ადგილზეა, თუმცა უშუალო კონკურენტებს მიმდინარე ტურის მატჩი ჯერ არ ჩაუტარებიათ. თუ კონკურენტები გაიმარჯვებენ, ''გენტი'' შესაძლოა მესამე ადგილზე დაქვეითდეს.

ფოტო: kaagent.be

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები